„სასტუმროებისთვის ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„სასტუმროებისთვის ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 578
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 14/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.527
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
578
08/09/2009
სსმ, 112, 14/09/2009
190.040.000.22.033.013.527
„სასტუმროებისთვის ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/09/2009 - 28/01/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.527

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 578

2009 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სასტუმროებისთვის ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს „სასტუმროებისთვის ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების წესი“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

სასტუმროებისთვის ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების წესი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასტუმრო (მათ შორის, ოტელი, მოტელი და სხვა) – „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის შესაბამისად განსაზღვრული 55.1 საქმიანობის სახის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მოგზაურებისათვის, დამსვე-ნებლებისათვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის და სხვა პირებისათვის საცხოვრებელი ადგილით მომსახურების გაწევას მოკლე ვადით, მათ შორის კონფერენციების ჩატარების, გასართობი პროგრამების თანხლებით, რესტორნების მომსახურებით და/ან სხვა პირობით, გარდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილების გრძელვადიანი იჯარით/ქირავნობით გაცემისა;

ბ) ფორსმაჟორი – ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის, სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა), საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები, მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

    მუხლი 2. ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების წესი

1. სასტუმროებში ქრონომეტრაჟის პროცედურები ხორციელდება „გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №243 ბრძანების შესაბამისად.

2. სასტუმროებში ქრონომეტრაჟის პროცედურების განხორციელების შემდგომ, ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ქრონომეტრაჟით გამოვლინდა, რომ სასტუმროში საშუალო დღიური ბრუნვა მეტია გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ წინა წლის საშუალო დღიურ ბრუნვაზე, წინა წლის საშუალო დღიური ბრუნვა განისაზღვრება ქრონომეტრაჟის შედეგების მიხედვით სხვადასხვა ფაქტებისა და გარემოებების (სეზონურობის, ფორსმაჟორის, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლის და სხვა) გათვალისწინებით.

4. სასტუმროში ქრონომეტრაჟით გამოვლენილი საშუალო დღიური ბრუნვა გამოიანგარიშება ყოველდღიურად შედგენილი ოქმებით მიღებული შედეგების დაჯამებით და დაკვირვების დღეთა რაოდენობაზე გაყოფის გზით.

5. გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული წინა წლის საშუალო დღიური ბრუნვა გამოიანგარიშება მის მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული შემოსავლების ფაქტობრივად ნამუშევარ დღეთა რაოდენობაზე გაყოფის გზით.

6. გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივად ნამუშევარ დღეთა რაოდენობა გამოითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული ინფორმაციის გათვალისწინებით.

7. ქრონომეტრაჟით დაფიქსირებულ და წინა წლის მონაცემებს შორის სხვაობის მიზეზების დასაბუთების მიზნით გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, მათ შორის:

ა) ინფორმაცია ენერგორესურსებით არარიტმული უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) მომსახურების სეზონური ხასიათის შესახებ;

გ) სამუშაო რეჟიმის შეცვლის თაობაზე;

დ) მომსახურების ფასების ცვლილებაზე;

ე) ეკონომიკური საქმიანობის პროფილის შეცვლის შესახებ;

ვ) ფორსმაჟორზე;

ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც შეიძლება განპირობებული იყოს სხვაობა ქრონომეტრაჟით დაფიქსირებულ და წინა წლის მონაცემებს შორის.

8. გადაწყვეტილებას ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტით, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე იღებს კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.