დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვალეს პროფესიული სასწავლებლის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1081 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 739 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 10/09/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.525 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.525
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №739
2009 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვალეს პროფესიული სასწავლებლის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1081 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვალეს პროფესიული სასწავლებლის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1081 ბრძანებით (სსმ III, 26.11.2007, №166, მუხ. 1822) დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ცენტრის მისამართია: ახალციხე, რუსთაველის №106.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები