,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 02/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.513
  • Word
30
01/09/2009
სსმ, 108, 02/09/2009
360.050.000.22.023.013.513
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.513

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №30

2009 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 ,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესში“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 3639.3 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს საგურამოს ქედის პარალერულად ცხვარიჭამიის სატყეოს №1, 2-დან მე-16 კვარტალამდე 500 მეტრის სიგანის ზოლს. საგურამო-იალნოს ქედის პარალელურად ორივე ფერდის გასწვრივ 500-500 მეტრის სიგანის ზოლს, რომელიც მოიცავს ცხვარიჭამიის სატყეოს 22, 23 და 25–34 კვარტალებს, გლდანის სატყეოს №8–10 კვარტალებს და მარტყოფის სატყეოს 1–7 კვარტალებს. ღულელების სატყეოს №19,20,23–26,28,33,47,48,49,50,52 კვარტალებს და ღულელების სატყეოში შემავალი საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული №11,12,13,15,19 კვარტალების გასწვრივ 500-მეტრიან ზოლს. გლდანის სატყეოს №2, 3 კვარტალებსა და №4, 5 კვარტალების მოსაზღვრე საგურამოს ქედის გასწვრივ 500 მეტრის სიგანის ზოლი. გალავნის სატყეოს №28 კვარტალის 16,17,18 ლიტერებს, კვარტალი 30, 31-ის ჩრდილოეთით მდებარე საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე 500 მეტრის სიგანის ზოლს და გალავნის სატყეოს №33 კვარტალში გლდანის სატყეოს №3 და 4 კვარტალების მოსაზღვრედ 500 მეტრის სიგანის ზოლს. თბილისის ზღვის სატყეოს №4, 5 და მე-6 კვარტალებს (გარდა მე-6 კვარტალის მე-6, მე-7 მე-8 ნაწილის, მე-11, მე-12, მე-15, მე-16, მე-17 და მე-20 ლიტერებისა). თბილისის დენდროლოგიური პარკის 1–7 კვარტალებს.“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 12211.5 ჰა ტერიტორიას. ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს ღულელების სატყეოს №9,10,14, 16,17,18,21,22,27,29–32, №34–46 კვარტალებსა და №11,12,13,15 კვარტალების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. ბოჭორმის სატყეოს №19–21 კვარტალებს. გომბორის სატყეოს №1 კვარტალს. დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ,,წიწამურის“ სასელექციო საცდელ უბანს. გალავნის სატყეოს №30 და №31 კვარტალების თბილისის ეროვნული პარკის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და №32 კვარტალის 1–4 და 6 ლიტერები და №33 კვარტალის ის ნაწილი, რომელიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. ავჭალის სატყეოს №1–5 კვარტალებსა და 6 კვარტალის №1–43 ლიტერებს. მარტყოფის სატყეოს №1–7 კვარტალების ის ნაწილი, რომელიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და №19 და 20 კვარტალების ის ნაწილი, რომლებიც არ შედის მკაცრი დაცვის ზონაში. ტრადიციული გამოყენების ზონაში მარტყოფის სატყეოდან შედის №11,12,14,16–18,22,23,27–29 კვარტალები, №32 კვარტალის 1–33 ლიტერები, №34,35 კვარტალები, №36 კვარტალის 1-2, 4–6, 9–10 ლიტერები, №37 კვარტალის 2–9, 16-17, 22–27 ლიტერები და №38 კვარტალის 1–6, 10–15 და 23–27 ლიტერები. გლდანის სატყეოს №4,5,8,9,10 კვარტალების ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. №6,7,11–19, 21–23, 25–30, 32,33, კვარტალები, №34 კვარტალის 1–13 ლიტერი, №39 კვარტალის 1–11 ლიტერი და №40 კვარტალი. ცხვარიჭამიის სატყეოს №4–15 კვარტალების და №22,23,25–34 კვარტალების ის ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და კვარტალი №18, 19-ის ნაწილი, რომლებიც არ შედის მკაცრი დაცვის ზონაში. №20, 21, 24 და 35 კვარტალები, აგრეთვე თბილისის ზღვის სატყეოს №1, 2, 3 კვარტალებს და №6 კვარტალის მე-6, მე-7 მე-8 ნაწილს, მე-11, მე-12, მე-15, მე-16, მე-17 და მე-20 ლიტერებს.“;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ტურისტული ბილიკებისა და გზების გასწვრივ სპეციალურად დაგეგმილ მარშრუტებზე და ტურისტული იმფრასტრუქტურის გარშემო 50 მეტრის სიგანეზე დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა, ზეხმელი ხეების და ისეთი ხეების მოჭრა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე