,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 01/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.508
  • Word
568
31/08/2009
სსმ, 107, 01/09/2009
230.210.000.22.033.013.508
,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.508

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება 568

2009 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქონლის დათვალიერებისას და სინჯის   ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 10.01.2008წ., №3, მუხ. 46) დამტკიცებულ “საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:    

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4

დათვალიერებას (სკანირების გარეშე) ახორციელებს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელე (შემდგომში – საბაჟო მოხელე), ხოლო სკანირებას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფის წევრი (შემდგომში – საბაჟო მოხელე).“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქონლის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, სსდ-ის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს:

ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის ბ.ბ“, ბ.დ“ და ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა.ა) შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილეები ან სამმართველოების უფროსები;

ა.ბ) საბაჟო ორგანოს უფროსი ან უფროსის მოადგილეები;

ა.გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს (განყოფილების)/საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველოს უფროსი (ან მისი შემცვლელი);

ა.დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირები.

ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილეები ან სამმართველოების უფროსები;

ბ.ბ) საბაჟო ორგანოს უფროსი ან უფროსის მოადგილეები.“.

3. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები; საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი; ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) რენტგენ-სკანერების მეშვეობით განხორციელებული სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციების დამუშავება-ანალიზს და შესაბამის რეაგირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველო.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი