„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 31/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.506
  • Word
566
31/08/2009
სსმ, 107, 31/08/2009
010.320.010.22.033.013.506
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.506

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 566

2009 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების  დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხ. 348) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-13 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“, ,,თ2“, ,,თ3“ და  ,,თ4“ ქვეპუნქტები:

,,თ1) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;

2) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

3) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები; საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი; ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) საბაჟო კონტროლის განხორციელება რენტგენსკანერის მეშვეობით, მათი ექსპლუატაცია, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის გადაგზავნა;

4)  სასაზღვრო და არასასაზღვრო საბაჟო ორგანოების საბაჟო კონტროლის საერთო კოორდინაცია;“.

2. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი