„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის №179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის №179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 31/08/2009
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 02/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.013.504
  • Word
495
31/08/2009
სსმ, 108, 02/09/2009
140.080.000.42.047.013.504
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის №179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.013.504

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №495

2009 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის 179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „რ” ქვეპუნქტის შესაბაბისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის №179 ბრძანებაში (სსმ III, 17.04.2006წ., №53, მუხ.655) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.     დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1);”.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.     აპარატის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.”.

3. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7. აპარატის უფროსის მოადგილეების კომპეტენცია

1. აპარატის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ აპარატის ქვედანაყოფების საქმიანობას აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრული საზედამხედველო სფეროების მიხედვით.

2. აპარატის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, აპარატის უფროსის წარდგინებით, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც მოქმედებს აპარატის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.“.

    მუხლი

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ო. ქველიძე