„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 284/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 31/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.503
  • Word
284/ნ
31/08/2009
სსმ, 107, 31/08/2009
470.230.000.22.035.013.503
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.503

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №284/ნ

2009 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის  8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების (სსმ III, 10.04.2009,  №45, მუხ. 509) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა) შევიდეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

ა) პირველ მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. არააკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებს ან/და სასწავლებლებს 2010 წლის 1 მარტამდე უფლება აქვთ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მომიჯნავე სპეციალობებში მზადება   მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში.“.

ბ) დანართი 2.2-ის (აკრედიტაციის კრიტერიუმები) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის ხელმძღვანელი და ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები ხელმძღვანელობენ მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ან/და სასწავლებელში (ერთ სამედიცინო დაწესებულებასა ან/და სასწავლებელსა და მასთან აფილირებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და სასწავლებლებში)  მიმდინარე დიპლომისშემდგომ მზადებას (პროგრამას, მოდულს).“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. გიორგობიანი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი