დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 703 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 02/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.499 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.499
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №703
2009 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლას დაემატოს ზოგადი განათლების მესამე – საშუალო საფეხური და სწავლება განახორციელოს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურებზე.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში გათვალისწინებულ სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხაში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. ქურდაძე
სენაკის მუნიციპალიტეტი
| № | სახელწოდება | მისამართი | საფეხური |
| 1 | ქ. სენაკის №1 საჯარო სკოლა | ქ.სენაკი, რუსთაველის ქ. №207 | დაწ-საბ-საშ |
| 2 | ქ. სენაკის №2 ჟიული შარტავას სახ. საჯარო სკოლა | ქ.სენაკი, ახალგაზრდობის ხეივანი №13 | დაწ-საბ-საშ |
| 3 | ქ. სენაკის №3 საჯარო სკოლა | ქ.სენაკი, რუსთაველის ქ. №210 | დაწ-საბ-საშ |
| 4 | ქ. სენაკის №7 საჯარო სკოლა | ქ.სენაკი, რუსთაველის ქ. №68 | დაწ-საბ-საშ |
| 5 | სოფ. მენჯის საჯარო სკოლა | სოფ. მენჯი | დაწ-საბ-საშ |
| 6 | სოფ. ძველი სენაკის საჯარო სკოლა | სოფ. ძველი სენაკი | დაწ-საბ-საშ |
| 7 | სოფ. კოტიანეთის საჯარო სკოლა | სოფ. კოტიანეთი | დაწყებითი |
| 8 | სოფ. გახომელას საჯარო სკოლა | სოფ. ნოქალაქევი | დაწყებითი |
| 9 | სოფ. ნოქალაქევის საჯარო სკოლა | სოფ. ნოქალაქევი | დაწ-საბ-საშ |
| 10 | სოფ. თეკლათის საჯარო სკოლა | სოფ. თეკლათი | დაწ-საბ-საშ |
| 11 | სოფ. ახალისოფლის საჯარო სკოლა | სოფ. ახალისოფელი | დაწ-საბ |
| 12 | სოფ. ეკის საჯარო სკოლა | სოფ. ეკი | დაწ-საბ |
| 13 | სოფ. ზანის საჯარო სკოლა | სოფ. ზანა | დაწ-საბ-საშ |
| 14 | სოფ. უშაფათის საჯარო სკოლა | სოფ. უშაფათი | დაწ-საბ-საშ |
| 15 | სოფ. ნოსირის საჯარო სკოლა | სოფ. ნოსირი | დაწ-საბ-საშ |
| 16 | სოფ. II ნოსირის საჯარო სკოლა | სოფ. მეორე ნოსირი | დაწ-საბ |
| 17 | სოფ. გეჯეთის საჯარო სკოლა | სოფ. გეჯეთი | დაწ-საბ |
| 18 | სოფ. ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა | სოფ. ქვემო ფოცხო | დაწ-საბ-საშ |
| 19 | სოფ. ზემო ფოცხოს საჯარო სკოლა | სოფ. ზემო ფოცხო | დაწ-საბ |
| 20 | სოფ. ლეძაძამეს საჯარო სკოლა | სოფ. ლეძაძამე | დაწ-საბ-საშ |
| 21 | სოფ. ხორშის საჯარო სკოლა | სოფ. ხორში | დაწ-საბ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები