დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 181 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 26/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.22.027.013.490 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.027.013.490
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №181
2009 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით (სსმ III, 2000წ., №39, მუხ. 368) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-11 მუხლის ,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, გარდა ცენტრის დირექტორის მოადგილისა;“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები