დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ.თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებელ „ოსტატის“ რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ.თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1078 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 689 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.480 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.480
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №689
2009 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებელ „ოსტატის“ რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1078 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებელ „ოსტატის“ რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1078 ბრძანებაში (სსმ III, 26.11.2007 წ., №166, მუხ. 1819) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.
2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები