დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 18/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.000.766 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №125
2007 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში (სსმ III, 2005წ., №33, მუხლი 330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტემის რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ბ.ა. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) სოციალური აგენტი – სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს რეგისტრირებული მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;“;
ბ.ბ. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები