„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ტყიბულის პროფესიული სასწავლებლისა და თერჯოლის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, ტყიბულის პროფესიული ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №891 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 679
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 25/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.474
  • Word
679
24/08/2009
სსმ, 105, 25/08/2009
040.030.000.22.022.013.474
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ტყიბულის პროფესიული სასწავლებლისა და თერჯოლის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, ტყიბულის პროფესიული ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №891 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ტყიბულის პროფესიული სასწავლებლისა და თერჯოლის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, ტყიბულის პროფესიული ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №891 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.474

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის   ბრძანება №679

2009 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ტყიბულის პროფესიული სასწავლებლისა და თერჯოლის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, ტყიბულის პროფესიული ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის                             1 ოქტომბრის №891 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ტყიბულის პროფესიული სასწავლებლისა და თერჯოლის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, ტყიბულის პროფესიული ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №891 ბრძანებაში (სსმ III, 12.10.2007წ., №142, მუხ.1580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ცენტრის დირექტორი

1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.

3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი               ი.ქურდაძე