დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 683 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.470 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.470
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №683
2009 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1221 ბრძანებაში (სსმ III, 11.12.2007წ., №175, მუხ. 1942) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.
2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი.ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები