დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯისა და ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის №782 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 664 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.458 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.458
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №664
2009 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯისა და ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის №782 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯისა და ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის №782 ბრძანებაში (სსმ III, 18.09.2008წ., №138, მუხ. 1360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.
2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები