დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის დაწყებითი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „მარგად“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1079 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 668 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.460 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.460
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №668
2009 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის დაწყებითი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „მარგად“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1079 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის დაწყებითი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „მარგად“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1079 ბრძანებაში (სსმ III, 26.11.2007 წ., №166, მუხ.1820) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „მარგის“ წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრუ-ლებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.
2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები