დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ენისელის და საგარეჯოს პროფესიული სასწავლებლების, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველისციხის პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1086 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 659 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.451 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.451
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №659
2009 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ენისელის და საგარეჯოს პროფესიული სასწავლებლების, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველისციხის პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1086 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ახმეტის,დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ენისელის და საგარეჯოს პროფესიული სასწავლებლების, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველისციხის პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1086 ბრძანებაში (სსმ III, 26.11.2007წ., №166, მუხ. 1827) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.
2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი.ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები