დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს №874 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1055 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 24/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.034.013.445 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.013.445
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №1055
2009 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს №874 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე: ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს №874 ბრძანებაში (სსმ III, 12.08.2008, №116, მუხ.1248) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი მუხლის მე-14 პუნქტი.
2. ბრძანების პირველი მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სააგენტოს მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურებისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო და სპეციალური დანამატი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები