,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 650
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 24/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.444
  • Word
650
20/08/2009
სსმ, 104, 24/08/2009
040.030.000.22.022.013.444
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.444

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №650

2009 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძ-ნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით (სსმ III, 27.03.2006, №41, მუხ. 476) დამტკიცებული დებულების:

1. 74 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აკრედიტაციის თითოეული საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკრედიტაციის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მათ შორის თავმჯ-დომარეს, მოადგილეს და მდივანს, მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

2. 74 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:

,,ე1) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას.“.

3. თავი V-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VI:

„თავი VI

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დანიშნული აკრედიტაციის საბჭოების წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს მათი დანიშვნიდან 2 წლით.“.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. ქურდაძე