,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 24/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.013.442
  • Word
28
19/08/2009
სსმ, 104, 24/08/2009
360.160.000.22.023.013.442
,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.013.442

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №28

2009 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების  მეთოდიკის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს  დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №94, მუხ.1257) დამტკიცებულ ,,გარემოსათვის მიეყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მეთოდიკის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის _ ,,წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის შესახებ“ და ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტის (C=20) გათვალისწინებით.“;

ბ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წიაღით უკანონოდ სარგებლობისას გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 3 ათასი (3 000) ლარითა და მის ზევით.“;

გ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ. = 20).“;

დ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.დ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ.= 20).“;

ე) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) Cწყ. და C CO2 – არის მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის საბადოებისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. და CCO2.= 20).“;

ვ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-18 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.დ) Cწყ. – არის კონკრეტული მიწისქვეშა წყლის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. = 20).“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან      მე-15 დღეს.

გ. ხაჩიძე