„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1045
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 24/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.013.439
  • Word
1045
19/08/2009
სსმ, 104, 24/08/2009
040.030.000.22.034.013.439
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.013.439

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

 ბრძანება №1045

2009 წლის 19 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 (სსმ III, 28.12.2007წ., №186, მუხ. 2090) ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის განმსაზღვრელი პლანშეტი №13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მერაბიშვილი


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წოდების ნიშნები

 პლანშეტი №13

1. პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი;

სამკლავე – შავი ფერის სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი.

2. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი;

სამკლავე – შავი ფერის სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი.

3. პოლიციის გენერალ-მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი;

სამკლავე – შავი ფერის სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი.

4. პოლიციის პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე).

5. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე).

6. პოლიციის მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი დიდი ვარსკვლავი;

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი დიდი ვარსკვლავი.

7. პოლიციის კაპიტანი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე).

8. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე).

9. პოლიციის ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე).

10. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე).

11. პოლიციის ზემდეგი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოთხი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ოთხი ოქროსფერი ზოლი (მცირე).

12. პოლიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე).

13. პოლიციის სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე).

14. პოლიციის უმცროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

სამკლავე – ოქროსფერი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით, ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე).

15. პოლიციის რიგითი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი);

სამკლავე – შავი სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით.