დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სიტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარატამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №311 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 19/08/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.020.22.027.013.434 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.027.013.434
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №172
2009 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სიტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარატამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №311 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სიტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დე-კემბრის №311 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1999) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:
,,ზ1) ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის წარმართვა, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ასახვა ბიბლიოთეკის საცნობარო-საძიებო საშუალებებში, აგრეთვე ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დადგენა;“.
2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების და ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს დეპარტამენტის სპეციალისტი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 20 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები