,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 11/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 19/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.013.429
  • Word
11/ნ
17/08/2009
სსმ, 103, 19/08/2009
010.240.070.22.037.013.429
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.013.429

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №11/ნ

2009 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის  6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის „სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №105 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, 11.03.2009წ., №27, მუხ. 348) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

 ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის შესაბამისად ავიაციის დარგში „სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს“ უფლებამოსილების განხორციელება – მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე კონტროლი და ზედამხედველობა.“;

 ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი:

ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სამმართველო – ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; პილოტინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარების ორგანიზება; საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო მოვლენის მოკვლევა; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ორგანიზება, მასწავლებლის მოწმობის გაცემის ორგანიზება; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრის წარმოება; ავიასაწარმოების მიერ მეტეოუზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

ბ) აეროდრომების და აეროპორტების სამმართველო – ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; აეროდრომების, ვერტოდრომების და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; საჰაერო ხომალდის საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველმყოფი საწარმოების სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

გ) სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზაციის სამმართველო – საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის ნაკადების სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანხმობის გაცემის უზრუნველყოფა; საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატის გაცემის ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის გაწევა; ავიაციაში საძებნ-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის სამმართველო – საქართველოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი სახელმწიფო რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემის ორგანიზება; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების ორგანიზება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ევროპის გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლების (SAFA) მოთხოვნების შესაბამისად; საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო მოვლენის მოკვლევაში მონაწილეობა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

ე) გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველო – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა; ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა; ავიასაწარმოების მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული პერსონალის კვალიფიკაციის შემოწმება; რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული აუქციონის ჩატარების ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური – ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; ადმინისტრაციის სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება; ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრების მომზადება, აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინადადებების მომზადება საქართველოსათვის პრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ჯ. ბაკურაძე