,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 18/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.760
  • Word
119
16/06/2007
სსმ, 83, 18/06/2007
010.240.030.10.003.000.760
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2007 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. დებულების მე-4 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;“.

2. დებულების მე-5 მუხლის:

ა) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში:

პ.ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

პ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;

პ.გ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

პ.დ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;“;

ბ) ,,ჟ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელ­მწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორ­მება (ლეგალიზაცია);“;

გ) ,,ს)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;“.

3. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებსა და ნებართვებს;“.

4. დებულების მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და სპეციალისტები;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს მრჩევლებს, სამინისტროს მთავარ სპეცი­ალისტებს, უფროს სპეციალისტებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით;“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სამინისტროს მრჩევლების, სამინისტროს მთავარი სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებუ­ლე­ბით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“;

5. დებულების მე-12 მუხლის:

ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი.“;

ბ) ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21.

სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ნოტარიატის სფეროში, კანონით დადგენილ მინისტრის (სამინისტროს) უფლებამოსილებათა განხორციელების ორგა­ნი­ზა­ციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

ბ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქარ­თველოს ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინის­ტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელ­მწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ზ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;

თ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ი) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

კ) პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავში­რებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირე­ბის რეგისტრაცია;

ლ) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესა­ბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;

მ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებარ­თვების აღრიცხვა;

ნ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტი­ების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებარ­თვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესა­ბამისობის დადგენილი წესით კონტროლი.“.

7. დებულების 28-ე და 29-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2007 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყოს სამოქალაქო საკითხთა დეპარტა­მენტის დებულების დამტკიცება.

    მუხლი 3.

1. ეს დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2007 წლის 15 ივლისიდან.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქ­ვეყნების­თანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ზ. ნოღაიდელი