დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მაისის №6/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 18/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.037.013.422 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.037.013.422
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №7/ნ
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მაისის №6/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მაისის №6/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულებაში (სსმ III, 07.05.2009წ., №55, მუხ. 632) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.
ბ) დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, რის თაობაზეც გამოიცემა თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები