დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 527 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 18/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.013.419 |
სახაელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.419
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №527
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007, №7, მუხ. 48) დამტკიცებულ „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ.გ) ცალკეულ აეროპორტში, ნავსადგურსა ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებულ, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული დარბაზი (დარბაზები), რომელშიც ხდება ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების რეალიზაცია; აღნიშნული დარბაზი (დარბაზები) უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ. დარბაზის განლაგება უნდა გამორიცხავდეს მასში იმ პირების მოხვედრას, რომლებმაც შესაძლებელია გადაკვეთონ საბაჟო საზღვარი სათანადო პროცედურების გავლის გარეშე.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების რეალიზაციისას ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას გაყიდოს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები