„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 18/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.22.030.013.417
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
161
13/08/2009
სსმ, 102, 18/08/2009
480.610.000.22.030.013.417
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (18/08/2009 - 16/11/2009)

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.22.030.013.417

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №161

2009 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის 1048 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) განცხადება-ანკეტა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად (დანართი1);

ბ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუში (დანართი2)

გ) ინსტრუქცია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ (დანართი3);

დ) საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი4);

ე) ინსტრუქცია საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ (დანართი5).

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურმა სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის დამზადების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის 73 ბრძანება ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე           

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

 

ფოტო

განცხადება-ანკეტა

საქართველოში დასაბრუნებული

მოწმობის მისაღებად

 

 

Application Form

For Obtaining Travel Document for Return to Georgia

 

1. გვარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქართულად

Surname in

Georgian

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგლისურად

In English

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. სახელი

ქართულად

Name in

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 Georgian

ინგლისურად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

In English

3. პირადი ნომერი

 Personal Number

 

4. მისამართი __________________________________________________________________________

                   (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ)

 Address

(the actual address of residing abroad)

 

ÌÀÌÒ./male

 

ÌÃÄÃ./female

 

5. სქესი/sex

(აღნიშნეთ) /Indicate accordingly

6. დაბადების თარიღი/Date of birth ---------------------------------

(რიცხვი, თვე, წელი) /(Day, month, year)

7. დაბადების ადგილი/Place of birth (რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი) / (region,

 district, city, village) -----------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

8. მოქალაქეობა/citizenship ---------------------------------------------------------------------------------

9. ტელეფონი/Telephone number: -------------------- სახლის/Home -------------------- სამსახურის/

Business --------------------

10. ნათესავები ან ის პირები, რომლებიც თქვენს ვინაობას დაადასტურებენ: სახელი, გვარი,

მისამართი, ტელეფონი / Relatives or other people living in Georgia who can confirm your identity:

surname, given name, address, telephone number ----------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

11. ხომ არ თვლით თავს სექსუალური ძალადობის ან იძულებითი შრომის მსხვერპლად. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი მგზავრობის დეტალების შესახებ. / Indicate whether you consider yourself a victim of sexual abuse or

forced labour. If yes, please provide additional information on your travel details

 

ÊÉ/yes

 

ÀÒÀ/no

 

 

12. განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი / Signature of applicant and date -------------- ( )

13. ანკეტა მიიღო / Application received by -------------------------------------------------

        (საკონსულო თანამდებობის პირის თანამდებობა, სახელი, გვარი)

                    (Position, First name and Last name of the consular official)

„-----“ ----------------- 20 წ. ხელმოწერა / Signature ---------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

GG 0000000

 

 

 

 

 

                                                   

დანართი 3

ინსტრუქცია

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ

1. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა (შემდგომში – დასაბრუნებელი მოწმობა) არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც მზადდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.

2. დასაბრუნებელი მოწმობა ორენოვანია (ქართული და ინგლისური) და შედგება ორი გვერდისგან.

3. დასაბრუნებელი მოწმობის პირველი გვერდი იყოფა სამ ნაწილად:

ა) პირველ ნაწილში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფოს გერბი და წარწერები: „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა“ და „TRAVEL DOCUMENT FOR RETURN TO GEORGIA“

ბ) პირველი გვერდის მეორე და მესამე ნაწილში (ვიზა/VIZA) ჩაიკვრება უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სატრანზიტო ან/და გასვლის ვიზები.

4. დასაბრუნებელი მოწმობის მეორე გვერდი იყოფა სამ ნაწილად:

ა) პირველ ნაწილში გამოსახულია წარწერები: „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა“ და „TRAVEL DOCUMENT FOR RETURN TO GEORGIA“ და გამოყოფილია მოწმობის სარეგისტრაციო ნომრისა და მფლობელის ფოტოსურათის ადგილი, ასევე შეიცავს მფლობელის შესახებ მონაცემებს;

ბ) მეორე ნაწილში (ვიზა/VIZA) ჩაიკვრება უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სატრანზიტო ან/და გასვლის ვიზები.

გ) მესამე ნაწილი („შენიშვნები/REMARKS“) განკუთვნილია სხვადასხვა სახის შენიშვნებისათვის.

5. მოწმობის მეორე გვერდის პირველი ნაწილი შეივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

ა) პუნქტი 1 – მფლობელის გვარი;

ბ) პუნქტი 2 – მფლობელის სახელი;

გ) პუნქტი 3 – მფლობელის მოქალაქეობა;

დ) პუნქტი 4 – მფლობელის სქესი;

ე) პუნქტი 5 – მფლობელის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ვ) პუნქტი 6 – მფლობელის დაბადების ადგილი;

ზ) პუნქტი 7 – მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

თ) პუნქტი 8 – მოწმობის მოქმედების ვადა (რიცხვი, თვე, წელი);

ი) პუნქტი 9 – გამცემი ორგანო;

კ) პუნქტი 10 – მფლობელის ან არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლის პირადი ხელმოწერა;

ლ) პუნქტი 11 – პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.

6. დასაბრუნებელ მოწმობაში ფოტოსურათი ჩაიკვრება მეორე გვერდის პირველი ნაწილის მარჯვენა ქვედა განყოფილებაში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

7. დასაბრუნებელი მოწმობა შესაძლებელია შეივსოს როგორც მანქანური წესით, ასევე ხელით.

8. მფლობელის ან არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლის ხელმოწერის შემდეგ, მეორე გვერდის პირველ ნაწილში ხელს აწერს დასაბრუნებელი მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი საკონსულო თანამდებობის პირი და ამოწმებს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ბეჭდის ნაწილი დასმულ იქნეს მფლობელის ფოტოსურათზეც.

9. მფლობელის ან არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლის ხელმოწერა დაიშვება მოწმობის მიღების შემდგომაც.

10. დასაბრუნებელი მოწმობის შევსებული ბლანკები უნდა იყოს რეგისტრირებული შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.

11. დასაბრუნებელი მოწმობის მეორე გვერდის პირველ ნაწილში, ფოტოსურათის ქვემოთ მითითებულია დასაბრუნებელი მოწმობის სერია და ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსაგან და შვიდი ციფრისგან.

დანართი 4

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის

გაცემის აღრიცხვის

ჟ უ რ ნ ა ლ ი

N

მოწმობის სერია და ნომერი

მოწმობის გაცემის თარიღი

მფლობელის სახელი, გვარი

მფლობელის მოქალაქეობა

მფლობელისდაბადების თარიღი და ადგილი

სატრანზიტო

ქვეყანა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

ინსტრუქცია საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის

ჟურნალის შევსების შესახებ

საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალი შედგება შემდეგი სვეტებისაგან და მათში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია :

ა) გრაფა 1 – რიგითი ნომერი ;

ბ) გრაფა 2 – მოწმობის სერია და ნომერი;

გ) გრაფა 3 – მოწმობის გაცემის თარიღი ;

დ) გრაფა 4 – მფლობელის სახელი, გვარი;

ე) გრაფა 5 – მფლობელის მოქალაქეობა ;

ვ) გრაფა 6 – მფლობელის დაბადების თარიღი და ადგილი ;

ზ) გრაფა 7 – სატრანზიტო ქვეყანა ;

(შენიშვნა: გრაფაში სატრანზიტო ქვეყანა მიეთითება ესა თუ ის ქვეყანა, რომლის გავლაც მოუწევს მოქალაქეს საქართველოში დასაბრუნებლად ).

თ) გრაფა 8 – შენიშვნა;

(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მითითებულია რაიმე სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც არ აღირიცხება ზემოჩამოთვლილ გრაფებში)

 ჟურნალს უნდა გაეყაროს ზონარი, ბოლოში გაკეთდეს წარწერა იმის შესახებ თუ რამდენი გვერდია მასში, მოეწეროს ხელი და დადასტურდეს ბეჭდით.

 გრაფები ივსება გასაგებად, კონკრეტული მონაცემების მიხედვით. ჟურნალში დაუშვებელია გადასწორება და წაშლა, აუცილებლობის შემთხვევაში შესრულებული შესწორება ხდება გამოკვეთილი წარწერით. პირვანდელ ჩანაწერს გაესმება ხაზი. შესწორებას უკეთდება მინაწერი (შენიშვნის გრაფაში) „ენდეთ ჩემს მიერ შესწორებას“ და მოეწერება ხელი შემსრულებლის მიერ.

საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირი.