დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მარტის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 588 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 11/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.013.409 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.409
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №588
2009 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
,,რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მარტის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მარტის №138 ბრძანებაში (სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ. 381) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს თანდართული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი.“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული წესის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელმძღვანელო – ეროვნული სასწავლო გეგმის, მასში შემავალი საგნობრივი პროგრამის (საგნობრივი სტანდარტისა და პროგრამის შინაარსის) მიხედვით შედგენილი წიგნი, რომელიც განკუთვნილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული შედეგების მიღწევისათვის და რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ მინიჭებული აქვს სახელმძღვანელოს გრიფი (შემდგომში – გრიფი);“;
ე) მე-9 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,4. 2009-2010 სასწავლო წლისთვის გამომცემლობამ საკუთარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს დაბეჭდვა და მისი მინიმუმ ერთი ეგზემპლარის განთავსება სამინისტროსა და ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების თითოეულ საგანმანათლებლო რესურსცენტრში უზრუნველყოს წიგნის გრიფირებიდან 75 დღეში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები