დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 590 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 11/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.405 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.405
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №590
2009 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლას დაემატოს ზოგადი განათლების მესამე – საშუალო საფეხური და სწავლება განახორციელოს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურებზე.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართი №2-ში გათვალისწინებულ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხაში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
მესტიის მუნიციპალიტეტი
| № | სახელწოდება | მისამართი | საფეხური |
| 1 | დაბა მესტიის №1 საჯარო სკოლა | ი.გაბელიანის ქ.№7 | დაწ-საბ-საშ |
| 2 | დაბა მესტიის №2 საჯარო სკოლა | დ. აღმაშენებლის ქ. №25 | დაწ-საბ-საშ |
| 3 | სოფ. ლენჯერის №1 საჯარო სკოლა | სოფ. ლენჯერი | დაწ-საბ-საშ |
| 4 | სოფ. ლენჯერის №2 საჯარო სკოლა | სოფ. ლენჯერი | დაწ-საბ |
| 5 | სოფ. ლატალის საჯარო სკოლა | სოფ. ლატალი | დაწ-საბ-საშ |
| 6 | სოფ. ბეჩოს საჯარო სკოლა | სოფელი ბეჩო | დაწ-საბ-საშ |
| 7 | სოფელ მაზერის საჯარო სკოლა | სოფელი მაზერი | დაწ-საბ-საშ |
| 8 | სოფ. ცხუმარის საჯარო სკოლა | სოფელი ცხუმარი | დაწ-საბ-საშ |
| 9 | სოფ. ეცერის საჯარო სკოლა | სოფელი ეცერი | დაწ-საბ-საშ |
| 10 | სოფ. ფარის საჯარო სკოლა | სოფელი ფარი | დაწ-საბ-საშ |
| 11 | სოფ. ლახამულას საჯარო სკოლა | სოფელი ლახამულა | დაწ-საბ |
| 12 | სოფ. ნაკრის საჯარო სკოლა | სოფელი ნაკრა | დაწ-საბ-საშ |
| 13 | სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა | სოფელი იდლიანი | დაწ-საბ |
| 14 | სოფ. ხაიშის საჯარო სკოლა | სოფელი ხაიში | დაწ-საბ-საშ |
| 15 | სოფ. ყარ-სგურიშის საჯარო სკოლა | სოფელი ყარ-სგურიში | დაწ-საბ-საშ |
| 16 | სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლა | სოფელი ჭუბერი | დაწ-საბ-საშ |
| 17 | სოფელ წვირმის საჯარო სკოლა | სოფელი წვირმი | დაწ-საბ-საშ |
| 18 | სოფელ იელის საჯარო სკოლა | სოფელი იელი | დაწ-საბ |
| 19 | სოფელ იფარის საჯარო სკოლა | სოფელი იფარი | დაწ-საბ-საშ |
| 20 | სოფელ კალის საჯარო სკოლა | სოფელი კალა | დაწ-საბ-საშ |
| 21 | სოფელ უშგულის საჯარო სკოლა | სოფელი უშგული | დაწ-საბ-საშ |
| 22 | სოფ. მულახის საჯარო სკოლა | სოფელი მულახი | დაწ-საბ-საშ |
| 23 | სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა | სოფელი მუჟალი | დაწ-საბ-საშ |
| 24 | მესტიის №3 საჯარო სკოლა | მესტია, თამარ მეფის №10 | დაწ-საბ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები