დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 589 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 11/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.22.022.013.404 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.013.404
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №589
2009 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანების (სსმ III, 02.08.2006, №102, მუხ. 1382) პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,1. საქართველოს საჯარო სკოლებში 2009-2010 სასწავლო წელს პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასებში მოსწავლეთა რეკომენდებული რაოდენობა განისაზღვროს 25, ხოლო მაქსიმალური – 30 მოსწავლით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები