,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 06/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.379
  • Word
545
30/07/2009
სსმ, 97, 06/08/2009
040.030.000.22.022.013.379
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.379

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №545

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №47 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია