დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 542 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 06/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.376 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.376
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №542
2009 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №253 ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები