დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 541 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 06/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.375 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.375
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №541
2009 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2004 წლის 5 მარტის №17 ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები