,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 546
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 06/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.372
  • Word
546
30/07/2009
სსმ, 97, 06/08/2009
040.030.000.22.022.013.372
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №546

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2004 წლის 1 ოქტომბრის №187 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია