დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 06/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.369 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.369
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №549
2009 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2004 წლის 17 თებერვლის №10 ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები