,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 06/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.367
  • Word
551
30/07/2009
სსმ, 97, 06/08/2009
040.030.000.22.022.013.367
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.367

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №551

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ივლისის №351 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია