,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №57 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 31/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.038.013.356
  • Word
411
30/07/2009
სსმ, 95, 31/07/2009
010.240.070.22.038.013.356
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №57 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №57 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.038.013.356

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №411

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №57 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №57 ბრძანებით (სსმ III, 27.02.2009, №22, მუხ. 283) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-5 მუხლიდან ამოღებული იქნეს მე-5 პუნქტი;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.“

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ადმინისტრაციული სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) პრობაციის ეროვნული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფაგლებში; ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან; სამსახურის კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადმინისტრაციულ სამმართველოს აქვს ბეჭედი წარწერით: პრობაციის ეროვნული სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) პრობაციის ეროვნული სამსახურის საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა, პრობაციის ეროვნულ სამსახურში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში პრობაციის ეროვნული სამსახურისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება;

გ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა;

დ) პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა;

ე) პრობაციის ეროვნულ სამსახურში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

დ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) პრობაციის ეროვნული სამსახურის სახელით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საჭიროებისამებრ მათი ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;

ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

დ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კომპიუტერული ბაზების, მათთან მუშაობის წესებისა და ნორმების შემუშავება, სამსახურის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სამსახურის სერვერული ცენტრის ადმინისტრირება.

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი