დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 410 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 31/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.038.013.355 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.038.013.355
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №410
2009 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარორო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის №1 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.185) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
| სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის თანამდებობრივი სარგოები | |
| საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგო |
| დეპარტამენტის უფროსი | 2130 |
| გენერალური ინსპექციის უფროსი | 2130 |
| გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე | 2070 |
| სამმართველოს უფროსი | 1660 |
| პრესცენტრის უფროსი | 1660 |
| მინისტრის მრჩეველი | 950 |
| მინისტრის თანაშემწე | 950 |
| მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 950 |
| მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 950 |
| მრჩეველი | 950 |
| მრჩეველი (თარჯიმანი) | 950 |
| გამომძიებელი | 770 |
| სპეციალისტი | 710 |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები