დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 31/07/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.22.027.013.358 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.013.358
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №154
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, 07.11.2008., №161, მუხ. 1625) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი“;
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავარი პროკურატურის აპარატის ამოცანებია: მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება, მთავარი პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო და საკანცელარიო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მთავარ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, პროკურატურის სისტემაში სტაჟირებაზე მყოფი პირების ტრენინგი, სემინარების ორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიულ დანაყოფებში წინასწარ გამოძიებაზე ზედამხედველობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. “.
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) წინასწარ გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია.“.
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ამოცანებია: ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. “.
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციაში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციიის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციის (გარდა ამ დანაყოფების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“ .
მუ ხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები