დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 30 სექტემბრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 28/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 29/07/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.50.055.013.345 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.50.055.013.345
საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის
ბრძანება N 23
2009 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 30 სექტემბრის N 9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 30 სექტემბრის №9 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე–7 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სავალუტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებულ აქტივებს შეესაბამება 50%-იანი რისკის კატეგორია და სავალუტო რისკის კოეფიციენტია 0,50.“
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
ლ.გოთუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები