„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 31/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.341
  • Word
488
28/07/2009
სსმ, 95, 31/07/2009
230.210.000.22.033.013.341
„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.341

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №488

2009 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში (სსმ III ნაწ., 22.12.2006წ., №172, მუხ. 2340) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის 451 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 451

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლების მიზნებისათვის, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ასეთი იმპორტის განხორციელება 30 კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის განმახორციელებელი ფიზიკური პირების აღრიცხვა სავალდებულო წესით ხორციელდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ,,ფიზიკური პირის შეტყობინებაში ,,(დანართი №4) მონაცემების შეტანით.

3. ელექტრონული ფორმით შევსებული ,,ფიზიკური პირის შეტყობინება“ (დანართი №4) ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, თითოეული დამოწმდება ფიზიკური პირისა და საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერით, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ფიზიკურ პირს, ხოლო მეორე რჩება საბაჟო ორგანოში.“.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №4 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი №4

ფიზიკური პირის შეტყობინება N

პირადი ნომერი _______________________

სახელი და გვარი _______________________________________________________________________

საბაჟო გამშვები პუნქტი ________________________________________________________________

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტზე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის ფაქტს ვადასტურებ:

______________________________________________________

ფიზიკური  პირის     ხელმოწერა

______________________________________________________

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა

თარიღი:

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ.ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი საბაჟო გადასახდელებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი იმპორტი ხორციელდება 30 კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ.

ფიზიკური პირის შეტყობინება N

პირადი ნომერი_______________________