დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 91, 23/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.304 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.304
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №473
2009 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07წ., №169, მუხლი 1877) დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო საზღვარზე საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენა და განხილვა, ასევე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები