„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 891
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 20/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.013.292
  • Word
891
17/07/2009
სსმ, 88, 20/07/2009
140.010.000.22.034.013.292
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.013.292

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №891

2009 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმარ­თვე­ლოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივ­ნისის №849 ბრძანებით დამტკიცებულ დებუ­ლებაში (სსმ III, 20.06.2007 წ., №85, მუხ. 909) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემა­ტოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება.“.

2. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტი­ზის განხორციელებისათვის სამსახურისა და რეგიონა­ლური დანაყოფების საჭირო საშუალებებით მომარა­გება, მათი შესაბამისი აღრიცხვა-რეგისტრაცია და ხარჯვაზე კონტროლი.“.

3. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი.

„ე) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგი­რების ორგანიზება.“.

4. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაა:

ა) მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსუ­ლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მთავარი სამმართველოს კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია;

ბ) ექსპერტიზების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგ­რამების, აპარატურის მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით;

გ) მთავარ სამმართველოში შესრულებული ექსპერ­ტი­ზების, გამოკვლევების და მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა და გაცემა, გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

     „მუხლი 111. ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება

ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების კომპეტენციაა:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავარ სამ­მართვე­ლოში შემავალი სტრუქტურული დანაყოფე­ბის საქმიანობის შემოწმება შესრულებული სამუშაოე­ბის გაცნობისა და შეფასების მიზნით; მათი შესრუ­ლების კონტროლი და ანალიზი, ფუნქციონალური მოვალეობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეს­რუ­ლებაზე და თანამშრომელთა საშემსრულებლო დის­ციპ­ლინაზე კონტროლი, გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი წერილის მომზადება და მთავარი სამმართვე­ლოს უფროსისათვის წარდგენა;

ბ) მთავარ სამმართველოში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და არსებული კანონმდებ­ლობის შესაბამისად მათი შესრულების უზრუნველყოფა;

გ) მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნე­ბულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების გაცნობა პირადი შემადგენლო­ბისათვის;

დ) მთავარ სამმართველოში შესათანხმებლად შემო­სული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;

ე) მთავარ სამმართველოში შემავალი სტრუქტურუ­ლი დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადება და განხილვის ორგანიზება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

ი. მერაბიშვილი