დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 29/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.10.003.000.748 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №107
2007 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სწავლულ ექსპერტთა საბჭო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს უფლებამონაცვლედ მისი ლიკვიდაციის შემდეგ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები