დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 20/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.040.040.22.030.013.290 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.013.290
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №142
2009 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხ. 814) დამტკიცებული დიპლომატიური რანგის მინიჭების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში მყოფ პირებს დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლების, პროფესიული მომზადებისა და დამსახურების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები.“.
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს:
ბ.ა) 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,61. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რანგების მინიჭებისათვის დადგენილი ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს ბოლო დიპლომატიური რანგის მინიჭებიდან.“;
ბ.ბ) 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,81. სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური თანამდებობის პირის უფრო მაღალი კატეგორიის თანამდებობაზე გადაყვანისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი დიპლომატიური რანგი ნამსახურები წლებისა და დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები