დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის №343 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 20/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.288 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.288
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №449
2009 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის №343 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის №343 ბრძანებით (სსმ III, 13.04.07, №51, მუხ.563) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:
„კ) დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი, საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია;
ლ) ოპერატიულ სამძებრო სფეროში არსებული სამართალდარღვევების ბაზების შექმნა მონაცემთა ელექტრონული (ქსელური და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების გამოყენებით დაცული) და არაელექტრონული მასალების საფუძველზე, ოპერატიული განახლება, სისტემატიზაცია და წარმართვა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები