დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 14/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.013.280 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.280
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №441
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005, №42, მუხლი 450) დამტკიცებული ინსტრუქციის 142 მუხლის 58-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„58. ვალდებული პირის საბაჟო გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას ახორციელებს ის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რომელშიც ვალდებული პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) დამატებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის და გორის საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამხდელების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ურთიერთშედარებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) კი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადსახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამხდელების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას. რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) მყოფ გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას, მას ახორციელებენ ამ გადამხდელთა თავდაპირველი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოები. გპაბ-ზე ნაშთების სრულყოფილად ასახვის მიზნით ვალდებული პირის მიერ სხვა რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციების შესახებ მონაცემები ამ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ ნაშთის სახით აისახება გპაბ-ზე 2008 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით და სათანადო ინფორმაცია მიეწოდება ვალდებული პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიხედვით საგადასახადო ორგანოს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 31 ივლისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები