დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 14/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.013.276 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.276
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №131
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ1“ ქვეპუნქტი:
,,ჟ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ3“ და ,,ზ4“ ქვეპუნქტები:
,,ზ3) განსაზღვრავს ხმარებიდან ამოღებული ბეჭდების, ბლანკებისა და სხვა დოკუმენტების უტილიზაციის (განადგურების) წესს, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ზ4) ადგენს სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმებისათვის სერიისა და ნომრის მინიჭების წესს;“;
ბ) პირველი პუნქტის ,,კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ1) ამტკიცებს სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებისა და შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს და ტერიტორიული სამსახურების კოდურ აღნიშვნებს;“;
გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1“ ქვეპუნქტი:
,,ლ1) განსაზღვრავს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების და ლეგალიზაციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული სამსახურების ფარგლებში ხელმოწერის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;“.
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ2“ ქვეპუნქტი:
,,ბ2) აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო.“.
5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
,,22. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო:
ა) ახორციელებს უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმებას – ლეგალიზაციას და აპოსტილით დამოწმებას;
ბ) უზრუნველყოფს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებასა და შენახვას;
გ) ახორციელებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმნას;
დ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები