,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 10/07/2009
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 14/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.275
  • Word
87
10/07/2009
სსმ, 86, 14/07/2009
300.160.070.47.052.013.275
,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.275

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №87

2009 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის “საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის „სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №105 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ტექნიკური რეგლამენტის “საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხლი 812) დამტკიცებულ „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს 14 1 პუნქტი, შემდეგი რედაქციით:

„14 1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, სამსახურისათვის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების ფუნქციის დაკისრებისას, სამსახური ამ ფუნქციას ახორციელებს სერტიფიკატის დანართით განსაზღვრული განსაკუთრებული მოთხოვნების (უფლებები და შეზღუდვები) შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული მოთხოვნების (უფლებები და შეზღუდვები) ასახვა სამსახურის სერტიფიკატის დანართში ხორციელდება ამ წესის მე-14 მუხლის და თავი II 1-ის მოთხოვნების შესაბამისად.“.

2. დაემატოს თავი II 1 შემდეგი რედაქციით:

თავი II1

სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა

    მუხლი 17 1. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ თავის მიზნებისათვის, აქვთ „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აგვისტოს №50 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობანი.

    მუხლი 17 2. სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა

1. სამსახური, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების განსახორციელებლად, ადმინისტრაციაში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

2. განცხადება ადმინისტრაციისათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომლის დროსაც ადმინისტრაცია განიხილავს განმცხადებლის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურა, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურება (შემდგომში _ მეტეოსამსახური);

ბ) მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სპეციალისტების (სინოპტიკოსი, დამკვირვებელი, აეროლოგიური და რადიოლოკაციური დაკვირვების ოპერატორი, ტელეკომუნიკაციების ოპერატორი) მონაცემები, მათი რაოდენობის ჩვენებით, ამ წესის დანართი №11-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად;

გ) მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სპეციალისტების (შემდგომში _ მეტეოსპეციალისტები) თანამდებობრივი ინსტრუქციები;

დ) მეტეოსპეციალისტების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა (პროგრამა, წესი), რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-2 თავის პუნქტი 2.1.5-ით, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) №49 გამოცემის („ტექნიკური რეგლამენტი“) პირველი ტომის („ზოგადი მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა“) B.4 თავით („კადრების განათლება და მომზადება“) გათვალისწინებული მოთხოვნები;

ე) ინფორმაცია, სამსახურის მიერ, მეტეოინფორმაციის უზრუნველყოფის იმ ტექნიკური საშუალებების ფლობის შესახებ, რომლებითაც ხორციელდება ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე ინსტრუმენტალური/სახელსაწყო დაკვირვება (შემდგომში _ მეტეოსაშუალებები). ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მეტეოსაშუალებების მომსახურების/ტექნიკური ექსპლუატაციის წეს(ებ)ს და საქართველოს ტერიტორიაზე მათი განლაგების სქემას. მომსახურების/ტექნიკური ექსპლუატაციის წეს(ებ)ი უნდა შეესაბამებოდეს მეტეოსაშუალებების მწარმოებლის მიერ შემუშავებული ან აღიარებული ტექნიკური რეგლამენტ(ებ)ის მოთხოვნებს. ინფორმაციაში ასახული უნდა იყოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეტეოსაშუალებების სრული ნუსხა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მეტროლოგიურ დამოწმებასთან დაკავშირებული მონაცემები. მეტეოსაშუალებების ტექნიკური და საექსპლუატაციო პარამეტრები, აგრეთვე მათი განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო კატეგორიის აეროდრომზე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის აუცილებელ მეტეოინფორმაციით მომსახურებას და შეესაბამებოდეს „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აგვისტოს №50 ბრძანებით დამტკიცებული წესის IV თავით („მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები“), ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-3 დამატებით („მეტეოროლოგიურ დაკვირვებებთან და შეტყობინებებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-2 თავით („მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები“) და ამავე გამოცემის მე-2 დამატებით („აეროდრომზე ხელსაწყოების განლაგება“) გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ვ) ინფორმაცია მეტეოროლოგიურ ელემენტებზე (ქარი, ხილვადობა, ხილვადობის მანძილი ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, ტემპერატურა, სინოტივე, წნევა, ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე) და “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აგვისტოს №50 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლით განსაზღვრულ ამინდის მოვლენებზე რეგულარული და სპეციალური დაკვირვებების და მათი გავრცელების კოდური ფორმის (METAR, SPECI) შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აგვისტოს №50 ბრძანებით დამტკიცებული წესის IV თავის („მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები“, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-4 თავის („მეტეოროლოგიური დაკვირვება და შეტყობინება“), ამავე დანართის მე-3 დამატების („მეტეოროლოგიურ დაკვირვებებთან და შეტყობინებებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-2 თავის („მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები“) მოთხოვნებს;

ზ) პროგნოზების (მათ შორის, პროგნოზები დაფრენისათვის) და პროგნოზების კორექტივების (TAF, TREND, AMD TAF) შედგენის და გავრცელების წესი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აგვისტოს №50 ბრძანებით დამტკიცებული წესის VI თავით (,,პროგნოზები“), ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-6 თავით („პროგნოზები“), ამავე დანართის მე-5 დამატებით („პროგნოზებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-3 თავით (“პროგნოზები“) გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

თ) ინფორმაცია SIGMET-ისა და AIRMET-ის, აგრეთვე, აეროდრომზე გაფრთხილებისა და ქარის წანაცვლების თაობაზე გაფრთხილების გამოცემის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აგვისტოს №50 ბრძანებით დამტკიცებული წესის VII თავის („ინფორმაცია SIGMET, AIRMET. გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ“), ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-7 თავის („ინფორმაცია SIGMET და AIRMET. გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ“), ამავე დანართის მე-6 დამატების („ინფორმაცია SIGMET და AIRMET, გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-4 თავის (ინფორმაცია SIGMET, საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონების და ვულკანური ფერფლის შესახებ, ინფორმაცია AIRMET, გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ“) მოთხოვნებს;

ი) ინფორმაცია მეტეოსამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟების წევრების მომსახურების შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აგვისტოს №50 ბრძანებით დამტკიცებული წესის IX თავით („ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების მომსახურება“), ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-9 თავით („ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების მომსახურება“), ამავე დანართის პირველი (“საფრენოსნო დოკუმენტაცია _ რუკების ფორმა და ნიმუშები“) და მე-8 დამატებებით („ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-5 თავით („ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების მეტეოროლოგიური მომსახურება“) გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

კ) ინფორმაცია მეტეოსამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი კავშირის (მათ შორის, ფიქსირებული საავიაციო ელექტროკავშირის _სAFTN) საშუალებების ფლობის შესახებ. აღნიშნული კავშირის საშუალებებით მეტეოინფორმაციის მიღება/გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აგვისტოს №50 ბრძანებით დამტკიცებული წესის XI თავით („მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან და მათი გამოყენება“), ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-11 თავით („მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან და მათი გამოყენება“), ამავე დანართის მე-10 დამატებით („კავშირის საშუალებებთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“) და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 8896 („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-6 თავით (“საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება“) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

ლ) საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად მეტეოსამსახურის მეტეოსპეციალისტების სამუშაო ადგილზე დაშვების ინსტრუქცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინსტრუქციაში ასახული უნდა იყოს მეტეოსპეციალისტების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო კვალიფიკაციის მიღების ან სამუშაო პრაქტიკის ხანგრძლივი ვადით (3 თვით) შეწყვეტის შემდეგ, მეტეომომსახურების უფლებამოსილების უშუალოდ განხორციელების მომენტამდე გასატარებელი ღონისძიებები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

მ) ხარისხის მართვის სისტემის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9873 („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების მიწოდების ხარისხის მართვის სისტემის სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ადგენენ ადმინისტრაციის სათანადო სტრუქტურული ერთეულები/ქვედანაყოფები, დასკვნის სახით, ადმინისტრაციაში დადგენილი საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში, ადმინისტრაცია განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობით სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის ან ამავე პუნქტით განსაზღვრული ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას.

 6. კომისია, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე უნდა დარწმუნდეს, რომ სამსახურის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეომომსახურებასთან დაკავშირებული მეტეოსპეციალისტების განათლება, კვალიფიკაცია, რაოდენობა, მეტეოსაშუალებების ფლობა, ტექნიკური მდგომარეობა, განლაგება, აგრეთვე, ხარისხის მართვის სისტემა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებში ასახული ინფორმაცია შეესაბამება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

7. კომისისის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება ოქმში (დანართი №6 ).

8. ოქმი შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

9. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.

10. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ადმინისტრაცია წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო შეტყობინება.

11. კომისია, ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული, განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია _ დადებითი, თუ არა _ უარყოფითი) ერთად ასახავს ოქმში.

12. ადმინისტრაცია ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის სერტიფიკატის დანართში სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნების (უფლებების და შეზღუდვების) შეტანის თაობაზე.

13. ადმისტრაცია, ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, სამსახურის სერტიფიკატის დანართში ასახავს სამსახურის მიერ სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ მოთხოვნებს (უფლებებს და შეზღუდვებს).

14. ადმინისტრაციის მიერ სამსახურის სერტიფიკატის დანართში სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნების (უფლებების და შეზღუდვების) შეტანის თაობაზე უარი ეთქმება:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებლის მიერ ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში;

ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

15. მეტეოსაშუალებების აღიარებასთან, სამსახურის მიერ მეტეომომსახურების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობასა და კონტროლთან, შემმოწმებლის სამსახურში დაშვებასთან, აგრეთვე, კომპლექსურ და საინსპექციო შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება ამ წესის მე-1922-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები.“.

3. დანართი №4-ით გათვალისწინებული ცხრილის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

9

ჩიკაგოს კონვენციის დანართი №11, პ. 2.19

სმმ-ს სამსახურსა და მეტეომომსახურების ორგანოს შორის კოორდინაციის არსებობა

შეთანხმება (თუ სმმ-ს შემადგენლობაში არ შედის მეტეომომსახურების ორგანო)

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                                                                                      “.

4. №9 და №11 დანართებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ისინი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით/

    მუხლი 2.

1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 17 2 მუხლის მე-3 პუნქტის “მ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის 11 ივლისიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 17 2 მუხლის მე-3 პუნქტის “მ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

გ. ბოკუჩავა

დანართი №9

საჰაერო მოძრაობის სამსახურის

სერტიფიკატის N000000-ATS

დ ა ნ ა რ თ ი

განსაკუთრებული მოთხოვნები (უფლებები და შეზღუდვები)

--------------------------------------------------------------- უფლება აქვს განახორციელოს

                        (სერტიფიკატის მფლობელი)

1. ადგილობრივი და/ან საერთაშორისო საჰაერო მოძრაობის მომსახურება:

 

საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობა

მომსახურე საჰაერო სივრცე (არე)

 

 

 

 

 

 

 

 2.სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურება:

 

მეტეომომსახურების სახეობა

მეტეომომსახურების რაიონი

 

 

 

 

 

დანართის ამოქმედების თარიღი  ------------ 200 წ.

დანართის მოქმედების ვადა ------------ 200 წ.

დანართს ძალა აქვს მხოლოდ საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატთან (N000000-ATS) ერთად.

 

ერთიანი სატრანსპორტო

ადმინისტრაცია                              ბ.ა.                     --------------------

                                                                                          (ხელმოწერა)

დანართი №11

საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მონაცემები:

 

სახელი,

გვარი

 

თანამდებობა

განათლება პირველადი

მომზადება

კვალიფიკაციის

კურსები

კვალიფიკაცია

ოსტატობის

აღნიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტეოსამსახურის სპეციალისტების მონაცემები:

 

სახელი, გვარი

თანამდებობა

განათლება,

სპეციალობა განათლების მიხედვით

კვალიფიკაციის

კურსები

კვალიფიკაცია

(თანრიგი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განმცხადებლის წარმომადგენლობითი

უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი    _________________________

                                                                                    (თარიღი, ხელმოწერა)