„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 234/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 85, 09/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.270
  • Word
234/ნ
07/07/2009
სსმ, 85, 09/07/2009
470.230.000.22.035.013.270
„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.270

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №234/ნ

2009 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„ ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანების (სსმ III, 24.03. 2009 წ., №35, მუხ. 412) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში (2009 წლის პროგრამა „ ბავშვზე ზრუნვა“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-11 ქვეპროგრამის დაწესებულებათა ხელშეწყობ ის კომპონენტს და მე-12 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„ 4. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-11 ქვეპროგრამას (გარდა დაწესებულებათა ხელშეწყობ ის კომპონენტისა) განახორციელებს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები და დღის ცენტრები (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები).“.

3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ კ“ ქვეპუნქტი:

„ კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთიურად აწვდის ვაუჩერის მიმღებ პირთა სიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას „ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“, რომელიც უზრუნველყოფ ს ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებას მიწოდებული სიისა და წარდგენილი ვაუჩერის მიხედვით.“.

4. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) ბენეფიციართა სააღმზრდელო მომსახურება მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, აღნიშნული არ ვრცელდება სსიპ – ქ. თბილისის 198-ე სკოლაზე, რომელიც ახორციელებს მხოლოდ დღის მომსახურებას, მინიმუმ ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი“.

5. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები სპეციალურ საგანმანთლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილნი იქნებიან სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება მათ განვითარებაზე ზრუნვა.“.

6. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ გ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 8 222 120 ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

ხარჯები (ლარებში)

დაწესებულებათა ხელშეწყოფის კომპონენტი

1,087,108

სსიპ – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი

791,070

სსიპ – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი

232,427

სსიპ – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

287,495

სსიპ – სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

324,621

სსიპ – საგურამოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

166,991

სსიპ – წალენჯიხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

220,492

სსიპ – ტაშისკარის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

176,890

სსიპ – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

149,797

სსიპ – თბილისის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

412,507

სსიპ – ასპინძის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

240,940

სსიპ – ბათუმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

263,204

სსიპ – სურამის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

188,240

სსიპ – რუსთავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

160,587

სსიპ – თელავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

291,699

სსიპ – ზუგდიდის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

194,350

სსიპ – კოჯრის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

396,468

სსიპ – დუშეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

257,167

სსიპ – მესტიის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

230,194

სსიპ – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

261,220

სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „მომავლის სახლი”

324,710

სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „სათნოება”

170,030

სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონი”

165,951

სსიპ – წყნეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

442,190

სსიპ – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი

111,511

სსიპ – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრი

93,451

სსიპ – ეწერის ბავშვთა დღის ცენტრი

90,970

სსიპ – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

170,640

სსიპ – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულება

319,200

                                                                                                                                                                             .“

8. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„ 61. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარის განთავსებაზე, განთავსების ვადაზე და მომსახურების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს რეგიონული საბჭო. „ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, აგრეთვე რეინტეგრირებულ და შშმ ბავშვებს ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, ხოლო იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70 001-დან 100 001-მდე, ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 80 პროცენტით ანუ დღეში 4 ლარი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი