დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 233/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 09/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.013.269 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.269
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №233/ნ
2009 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„ 2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ 2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანების (სსმ III, 25.03.09 წ., №36, მუხლი 419) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ნ“ ქვეპუნქტი:
„ ნ) დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №13).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი №13
დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადამდები და არაგადამდები დაავადებების ადრეული გამოვლენისა და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გზით.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ბიუჯეტი
„ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 5 516.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| 1 | ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი | 1325.9 |
| 2 | პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი | 266.7 |
| 3 | გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი | 200.0 |
| 4 | დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი | 710.0 |
| 5 | იმუნიზაციის კომპონენტი | 1,899.6 |
| 6 | უსაფრთხო სისხლის კომპონენტი | 900.0 |
| 7 | ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი | 214.5 |
|
| სულ | 5 516.7 |
მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
თავი II
ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი
მუხლი 4. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციისა და ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა.
მუხლი 5. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანებია:
ა) ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარება;
ბ) ნარკოლოგიური დაწესებულებების ფუნქციონირება და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
გ) ნარკომანიით დაავადებულთა ჩანაცვლებითი თერაპია.
მუხლი 6. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებებია:
ა) ნარკომანიით დაავადებულთა მკურნალობა და რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარება;
ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განსახორციელებლად 11 სამედიცნო ბრიგადის ფუნქციონირება, მათ შორის თბილისში – 6, იმერეთში – 1, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, კახეთში – 1 და გურიაში – 1 ბრიგადა;
გ) ჩანაცვლებით თერაპიის განსახორციელებლად მონიტორინგისა და ორგანიზაციის ჯგუფის ფუნქციონირება;
დ) ნარკოლოგიური დაწესებულებების მიერ:
დ.ა) ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება;
დ.ბ) ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და ფუნქციონირება.
მუხლი 7. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
ნარკომანიით დაავადებულთა რეაბილიტაციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 8. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი
„ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 1 325.9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | ქვეკომპონენტის დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) | ანაზღაურების წესი |
| 1 | ნარკომანიით დაავადებულთა მკურნალობა და რეაბილიტაციის ღონისძიებები | 262,9 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთეულის ფასი განისაზღვრება ცხრილი 1-ის შესაბამისად |
| 2 | ნარკოლოგიური დაწესებულებების მიერ ეპიდზედამხედველობის განხორციელება | 78,5 | გლობალ ბიუჯეტი |
| 3 | საინფორმაციო ბანკის შექმნა | 30,0 | გლობალ ბიუჯეტი |
| 4 | ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად 11 სამედიცინო ბრიგადის ფუნქციონირება | 954,5 | ცხრილი 2-ის შესაბამისად |
|
| სულ | 1 325.9 |
|
ცხრილი 1. ნარკომანიით დაავადებულთა რეაბილიტაციის ღონისძიებები
| № | დასახელება | ფასი (ლარებში) |
| 1 | სტაციონარული დეტოქსიკაცია | 1250 |
| 2 | პირველადი რეაბილიტაცია | 1000 |
ცხრილი 2
| № | დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| 1 | სამედიცინო ბრიგადების სახელფასო ფონდი | 725,2 |
| 2 | ორგანიზაციისა და მონიტორინგის ჯგუფის სახელფასო ფონდი | 129,3 |
| 3 | სხვა ხარჯი (მათ შორის, გაიდლაინების შექმნა, მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა) | 100,0 |
|
| სულ | 954,5 |
შენიშვნა:
ა) ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად 11 სამედიცინო ბრიგადის ფუნქციონირების ქვეკომპონენტის განხორციელებისათვის გამოიყენება ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული პრეპარატი, რომელიც შეძენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, „ 2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ ბ)“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 „ მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ „ ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში“. აღნიშნული პრეპარატი გადაეცემა პროგრამის განმახორციელებელს;
ბ) ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად 11 სამედიცინო ბრიგადის ფუნქციონირების ქვეკომპონენტის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც 1 ავადმყოფზე 1 თვის განმავლობაში შეადგენს 150 ლარს.
თავი III
პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი
მუხლი 9. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია დასაქმებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა პროფესიულ დაავადებათა იდენტიფიკაციისა და პრევენციის გზით.
მუხლი 10. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) შრომის პროცესში მოქმედი გარე ფაქტორების შეფასება (სამთო-სამადნო წარმოება – ჭიათურა, ცემენ-ტის წარმოება);
ბ) პროფესიული ჯანმრთელობის კვლევა მიზნობრივ ჯგუფებში;
გ) მსხვილ საწარმოთა ინვენტარიზაცია და საინფორმაციო ბაზის სრულყოფა;
დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინფორმირება პროფესიული ჯანმრთელობის რისკებისა და დაცვის შესახებ, მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება;
ე) პროფესიული ჯანმრთელობის ერთიანი ეპიდზედამხედველობა;
ვ) გავრცელებული პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმძღვანელო სქემების შემუშავება (მარგანეცით ქრონიკული ინტოქსიკაცია), შემუშავებული გაიდლაინების (ვიბრაციული დაავადება, სილიკოზი) მიხედვით პროტოკოლების შემუშავება;
ზ) საწარმოებში ქიმიური უსაფრთხოების სისტემის შემუშავება;
თ) პროფესიული ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი რეგულაციების ხელშეწყობა.
მუხლი 11. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 12. ბიუჯეტი
„ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 266.7 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი – გლობალ ბიუჯეტი).
თავი IV
გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი
მუხლი 13. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია თანდაყოლილი სიმახინჯეების დროული გამოვლენა.
მუხლი 14. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) ქ. თბილისის მასშტაბით გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტსისტემით რისკის მქონე ორსულთა შემდეგ ჯგუფებში:
ა.ა) ქრომოსომული პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
ა.ბ) გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
ა.გ) ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;
ა.დ) ანამნეზში მკვდრადშობადობა;
ა.ე) დაუდგენელი მიზეზით ნეონატალურ პერიოდში ახალშობილის სიკვდილი;
ა.ვ) ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;
ა.ზ) ინფექციური დაავადებები(აქტიური ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B და C ჰეპატიტი, წითელა);
ა.თ) აუტოსომ-დომინანტური ტიპის მემკვიდრული დაავადებების არსებობა მშობლებში;
ა.ი) აუტოსომ-რეცესიული დაავადებების ჰეტეროზიგოტური მატარებლობა ორივე მშობელში;
ა.კ) ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;
ა.ლ) ორსულობის პერიოდში ძლიერმოქმედი წამლების მიღება;
ა.მ) ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;
ა.ნ) ხელოვნური განაყოფიერება;
ა.ო) მედიკამენტოზური და/ან ქიმიური ინტოქსიკაცია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს;
ა.პ) რადიაციის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება ორსულობისას.
ბ) სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით.
მუხლი 15. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 16. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი
„ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 200,0 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი – გლობალ ბიუჯეტი).
თავი V
დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი
მუხლი 17. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია ავადობის აქტიური გამოვლენა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
მუხლი 18. კომპონენტის ქვეკომპონენტები
კომპონენტის ქვეკომპონენტებია:
ა) სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი;
ბ) ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი;
გ) კიბოს რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი;
დ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი;
ე) სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;
ვ) ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;
ზ) საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „ პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი;
თ) ძუძუს კიბოს სკრინინგის ქვეკომპონენტი;
ი) ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა კვლევის ქვეკომპონენტი;
კ) შიდა ქართლის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი.
მუხლი 19. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) ავადობის აქტიური გამოვლენის მიზნით საქართველოს მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური (მათ შორის, ინსტრუმენტული) გასინჯვების ჩატარება ექიმ-სპეციალისტთა მიერ;
ბ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება და მუდმივი განახლება;
გ) კიბოს რეესტრის წარმოება, კიბოსწინა დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული ფორმების გამოვლენა, ქვეყანაში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესება;
დ) ქ. თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილის სმენის სკრინინგული გამოკვლევა;
ე) სქესობრივად გადამდებ დაავადებათა დიაგნოსტიკა რისკ-ჯგუფებში;
ვ) ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა დენსიტომეტრიის საშუალებით;
ზ) საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „ პატრიოტით“ განსაზღვრული ღონისძიებების განხორ-ციელება;
თ) რეპროდუქციული ასაკის (40-69) ქალთა დაცვა ძუძუს კიბოსგან ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული გამოვლენის გზით.
ქვეკომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია პილოტურად იმერეთის, აჭარის და კახეთის რეგიონის რეპროდუქციული ასაკის ქალთა სკრინინგული გამოკვლევა, რაც მოიცავს ექიმთან ვიზიტს, მამოგრაფიას, ექოსკოპიას და ციტოლოგიურ კვლევას.
ი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეპროდუქციული ასაკის (14 - 47) ქალებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტის გავრცელების დადგენა მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდით;
კ) შიდა ქართლის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ 0-5 წლამდე ასაკის მაღალი რისკის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, გაუმჯობესება და განვითარების ხელშეწყობა ბავშვზე მეთვალყურეობის ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის გზით.
მუხლი 20. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 21. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი
„ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 710.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | ქვეკომპონენტის დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) | ანაზღაურების წესი | ბენეფიციარები |
| 1 | სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი | 10.0 |
| მიზნობრივი ჯგუფები |
| 2 | ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი | 25.0 | გლობალ ბიუჯეტი | ქვეყნის მთელი მოსახლეობა |
| 3 | კიბოს რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი | 34.0 | გლობალ ბიუჯეტი | ქვეყნის მთელი მოსახლეობა |
| 4. | ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი | 40.0 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება ცხრილი 3-ის შესაბამისად | ქ.თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი |
| 5 | სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 120.0 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 4) | რისკ ჯგუფები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე |
| 6 | ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 20.0 | გლობალ ბიუჯეტი | მიზნობრივი ჯგუფები |
| 7 | საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა ,,პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი | 50.0 |
|
|
| 8 | ძუძუს კიბოს სკრინინგის ქვეკომპონენტი | 261.0 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება გასაშუალოებული სტანდარტით და შეადგენს 24 ლარს თითოეულ გამოკვლეულ ქალზე | იმერეთის, აჭარის, კახეთის მოსახლეობა |
| 9 | ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა კვლევის ქვეკომპონენტი | 50,0 | გლობალ ბიუჯეტი | მიზნობრივი ჯგუფები |
| 10 | შიდა ქართლის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი | 100.0 | გლობალ ბიუჯეტი | შიდა ქართლის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები |
|
| სულ | 710.0 |
|
|
ცხრილი 3. ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა
| № | ღონისძიების დასახელება | ერთეულის ფასი (ლარებში) |
| 1 | სმენის სკრინინგი | 2,0 |
| 2 | კომპიუტერული აუდიომეტრია | 60 |
| 3 | ტიმპანომეტრია | 6 |
ცხრილი 4. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი
| № | ღონისძიების დასახელება | ფასი |
| 1 | სიფილისის ექსპრეს-დიაგნოსტიკა დერმატოლოგიური პროფილის ავადმყოფებში (14-65 წლამდე) | 5 ლარი |
| 2 | სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა რისკ ჯგუფებში (კონტაქტი, წყარო) (17-20 წლამდე) | 31 ლარი |
| 3 | სხვა ხარჯი (მათ შორის, მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა) | 10000 ლარი |
შენიშვნა: 1. საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „ პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია პატრიოტთა 6 ბანაკის მომსახურება 5 თვის განმავლობაში.
2. თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნუ-ლების საგნები (ცხრილი 5) არა უმეტეს 1000 ლარის ფარგლებში.
თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი. ყოველთვიურად ექიმის სახელფასო ფონდი განისაზღვრება 600 ლარით.
ცხრილი 5. მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა
| № | დასახელება | დოზა | ერთეული | რაოდენობა |
| 1 | იმოდიუმი | 2მგ | კაფს . | 30 |
| 2 | ბარალგინი | 5მლ | ამპ . | 15 |
| 3 | ბარალგინი | 500მგ | ტაბ . | 20 |
| 4 | პარაცეტამოლი | 500მგ | ტაბ . | 30 |
| 5 | სუპრასტინი | 2% 1მლ | ამპ . | 10 |
| 6 | სუპრასტინი | 25მგ | ტაბ . | 20 |
| 7 | სალბუტამოლის სულფატი-ინჰალაციური აეროზოლი | 100მკგ200დ | ბალონი | 2 |
| 8 | კორვალოლი | 25მლ | ფლაკონი | 3 |
| 9 | ვალერიანის წვეთები | 30მლ | ფლაკონი | 3 |
| 10 | დროტავერინის ჰ/ქ (ნო-შპა) | 40მგ | ტაბ . | 2 კოლოფი |
| 11 | კოფეინი | 10% 1მლ | ამპ . | 5 |
| 12 | გააქტივებული ნახშირი | 250მგ | ტაბ . | 40 |
| 13 | დექსამეტაზონი | 4მგ/მლ | ამპ . | 10 |
| 14 | პრედნიზოლონი | 30მგ/მლ | ამპ . | 10 |
| 15 | სპირტი | 96% | 1მლ | 800 |
| 16 | რეჰიდრონი |
| პაკეტი | 20 |
| 17 | ამოქსიცილინი | 500მგ | ტაბ./კაფს . | 30 |
| 18 | ამინოკაპრონის მჟავა | 5%-100მლ | ფლაკონი | 1 |
| 19 | წყალბადის ზეჟანგი | 3% 40მლ | ფლაკონი | 5 |
| 20 | ბამბა |
|
|
|
| 21 | აცეტილსალიცილის მჟავა | 300მგ | ტაბლეტები | 10 |
| 22 | ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი | 5%, 1ლ | ფლაკონი | 1 |
| 23 | იოდი | 10%, 200მლ | ფლაკონი | 1 |
| 24 | ტეტრაციკლინი H CL | 1%, 5მგ | თვალის მალამო | 1 |
| 25 | მარლის ბინტი | 10X10სმ, 100%ბამბა, 8-ფენა, სტერილური, | ყუთი/100 | 1 |
| 26 | მარლის ბინტი | 10X10სმ, 12-ფენა, სტერილური | ყუთი/5 | 10 |
| 27 | მარლის ბინტი | 10X10სმ, სტერილური, პარაფინით | ყუთი/10 | 1 |
| 28 | მარლის ლენტა | 8სმX4მ, ინდივიდუალურად შეხვეული |
| 8 |
| 29 | ელასტიური ბინტი | 8სმX4მ |
| 2 |
| 30 | ხელთათმანები სამედიცინო გასინჯვისათვის | ერთჯერადი, ლატექსი, არასტერილური | ყუთი/100 | 1 |
| 31 | ლეიკოპლასტირი | 2.5სმX5მ ცინკის ოქსიდატით |
| 2 |
| 32 | ლეიკოპლასტირი | 7.5X5მ, ცინკის ოქსიდატით |
| 1 |
| 33 | საოპერაციო მაკრატელი | 14 სმ |
| 1 |
| 34 | დანის ბასრი პირი | 1 | პაკეტი/5 | 1 |
| 35 | ჰემოსტატიური ქირურგიული პინცეტი | კოხერი 14 სმ, სწორი, 1X2 კბილანით | ყუთი | 1 |
| 36 | კორცანგი | 15.5 სმ |
| 1 |
| 37 | ფოლგაში შეხვეული 220X160სმ გადასაფარებელი ( resue blanker) |
|
| 1 |
| 38 | ტუალეტის საპონი | 100გრ |
| 1 |
| 39 | საპნის ყუთი | 110X70X35მმ |
| 1 |
| 40 | უსაფრთხო ქინძისთავები | საშუალო ზომის (40მმ) სწორი, ნიკელით დაფარული | ყუთი | 1 |
| 41 | პირსახოცი | 42X50 სმ, 100% ბამბა |
| 1 |
| 42 | მედიკამენტების ჩანთა | 13X20სმ, პლასტიკი | პაკეტში/10 | 1 |
| 43 | მრავალმხრივი დანიშნულების ჩანთა | 40X32X20სმ |
| 1 |
თავი VI
იმუნიზაციის კომპონენტი
მუხლი 22. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია მოსახლეობის დაცვა მართვადი ინფექციებისაგან იმუნიზაციის გზით.
მუხლი 23. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) ვაქცინების შეძენა, შენახვა და გაცემა „ ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით;
ბ) შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა, შენახვა, გაცემა (*ყვითელი ცხელების ვაქცინის გაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებით წამსვლელებს);
გ) იმუნოპროფილაქტიკის წარმოება.
მუხლი 24. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
1. იმუნიზაციის კომპონენტით გათვალისწინებული ვაქცინებისა და შპრიცების შესყიდვა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;
2. იმუნიზაციის კომპონენტით განსაზღვრული სხვა მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 25. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი
1. „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 1,899.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | ქვეკომპონენტის დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| 1 | ვაქცინების შესყიდვა | 1 429.6 |
| 2 | სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა | 10.0 |
| 3 | აცრა-ვიზიტები | 450.0 |
| 4 | განბაჟების ხარჯები | 10.0 |
|
| სულ: | 1 899.6 |
2. იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი:
ა) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში BCG, DPT-3, POLIO-3, მოცვა მინიმუმ 90% და HPB-3, მინიმუმ 80 %;
ბ) 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში DPT-4, POLIO-4 და MMR მოცვა მინიმუმ 90%;
გ) რევაქცინაცია 5-დან 6 წლამდე ასაკში DT, POLIO-5, MMR მოცვა მინიმუმ 90%.
(აუცილებელია ვაქცინებით რეგულარული უზრუნველყოფა)
დ) რევაქცინაცია 13-14 წლის ასაკში TD, MMR მოცვა მინიმუმ 90 %.
3. აცრა-ვიზიტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.
თავი VII
უსაფრთხო სისხლის კომპონენტი
მუხლი 26. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია სოციალურად საშიში დაავადებების გავრცელების პრევენცია „ უსაფრთხო სისხლით“ მოსახლეობის უზრუნველყოფის გზით.
მუხლი 27. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა დონორული სისხლის დიაგნოსტირება B და C ჰეპატიტზე, აივ ინფექცია/ შიდსზე ექსპრეს და იმუნოფერმენტული მეთოდით, ათაშანგზე.
მუხლი 28. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
უსაფრთხო სისხლის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 29. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი
1. „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 900,0 ათასი ლარით.
2. ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
3. გამოკვლევების ფასი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | დასახელება | ერთეულის ღირებულება (larebSi) |
| 1 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 1) | 31.53 |
| 2 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 2) | 29.57 |
| 3 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 3) | 34.00 |
| 4 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 4) | 32.03 |
| 5 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 5) | 33.89 |
| 6 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 6) | 31.92 |
| 7 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 7) | 36.35 |
| 8 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 8) | 34.39 |
| 9 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg - ის განსაზღვრა სისხლის შრატში დამადასტურებელი მეთოდით) | 15.11 |
| 10 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იმუნობლოტინგის მეთოდით) | 84.32 |
| 11 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV რნმ თვისობრივი განსაზღვრა სისხლში PCR მეთოდით) | 90.91 |
| 12 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სისხლის გამოკვლევა მკრთალ სპიროქეტაზე იმუნოფლუორესცენციის მეთოდით) | 4.12 |
| 13 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 1) | 87.04 |
| 14 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 2) | 84.68 |
| 15 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 3) | 89.39 |
| 16 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg - ის კონფირმაცია 1) | 26.90 |
| 17 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg - ის კონფირმაცია 2) | 19.77 |
| 18 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg - ის კონფირმაცია 3) | 29.37 |
| 19 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV - ის კონფირმაცია 1) | 107.15 |
| 20 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV - ის კონფირმაცია 2) | 109.11 |
| 21 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV - ის კონფირმაცია 3) | 105.19 |
| 22 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (კონფირმაცია მკრთალ სპიროქეტაზე) | 14.13 |
| 23 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg - ის განსაზღვრა იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით) | 4.67 |
| 24 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg - ის განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით) | 7.13 |
| 25 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV - ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით) | 10.44 |
| 26 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV - ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იფა მეთოდით) | 12.40 |
| 27 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (ალანინამინოტრანსფერაზის (ALT) განსაზღვრა სისხლის შრატში) | 3.39 |
| 28 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სისხლში მკრთალი სპიროქეტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა მიკროპრეციპიტაციის მეთოდით) | 5.01 |
| 29 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იფა მეთოდით) | 6.07 |
| 30 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით) | 8.42 |
| 31 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ინფექციის კონფირმაციული დიაგნოსტიკა 1) | 142.11 |
| 32 | ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ინფექციის კონფირმაციული დიაგნოსტიკა 2) | 72.54 |
თავი VIII
ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი
მუხლი 30. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ეპილეფსიით ავადობისა და დაავადებიანობის შემცირება, დაავადებულთა რეაბილიტაცია და პრობლემის მართვა ეპილეფტოლოგიური მომსახურების სისტემის ფუნქციონირების გზით.
მუხლი 31. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) ეპილეფსიის დიაგნოსტიკა;
ბ) ეპილეფსიის რეესტრის წარმოება;
გ) ეპილეფსიის პროფილაქტიკა და სამედიცინო მომსახურების გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმპლემენტაციის ხელშეწყობა.
მუხლი 32. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
ეპილეფისიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 33. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი
„ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 214.5 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი – გლობალ ბიუჯეტი).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები